ElitHouse.GE

 

 უძრავი ქონების სააგენტო  ... ,,ელიტჰაუსი, ვებ გვერდი www.elithouse.ge გაგიწევთ დახმარებას უძრავი ქონების რეალიზაციაში (ყიდვა-გაყიდვა, ქირაობა-გაქირავება, გირაობა-დაგირავება, დღიურად  ქირაობა-გაქირავება)

  1. რეგისტრაციის წესები:
    1. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    2. რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
    3. მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.

     

  2. განცხადების დამატება:

 

    1. განცხადების დამატება უფასოა.
    2. განცხადება ქვეყნდება უვადოდ მასში აღწერილი უძრავი ქონების რეალიზაციამდე ან გარკვეული მიზეზების გამო. ორივე შემთხვევაში სააგენტო უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
    3. მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
    4. უძრავი ქონების სააგენტოს საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ www.elithouse.ge საიტის სარგებლობის წესებს.
    5. საითზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
    6. მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინტრუქციის მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ.
    7. განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების რეალიზაციის უფლება.

 

  1. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები:

 

    1.     იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს საშუალებით, სააგენტოს ბროკერის მიერ                              განხორციელდება უძრავი ქონები მესამე პირის მიერ შეძენა-ქირავნობა, სააგენტო იღებს    საკომისიოს შემდეგი პირობით: შეძენის შემთხვევაში გარიგების ღირებულების 3%-ს, ხოლო ქირავნობის შემთხვევაში მთლიანი ქირავნობის საკონტრაქტო ღირებულების 8.5%-ს.
    2. სააგენტო დაგეხმარებათ თქვენი უძრავი ქონების რეალიზაციაში.